სამცხე-ჯავახეთი. 2018 წლის შემდეგ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირველად ესტუმრა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს.
„მაქვს მოლოდინი, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა სრულყოფილად გავეცნოთ მიმდინარე პროცესებს და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. ჩამოვედი აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც ბავშვთა უფლებების მიმართულებით მუშაობენ, ასევე გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგი და თუ ბავშვებს ჩვენთან საუბრის სურვილი ექნებათ, გავესაუბრებით.
პირველ რიგში, შეხვედრა გვექნება პანსიონის ხელმძღვანელობასთან, მეუფე იაკობთან და შემდეგ ვაპირებთ, რომ ვნახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვების საჭიროებების შეფასებებთან დაკავშირებით და რას აკეთებენ სოციალური მუშაკები“, აცხადებს ომბუდსმენი მედიასთან საუბრისას.
წყარო: ომბუდსმენის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)