თბილისი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
„IDFI-სა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კვლევის „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“ ძირითადი მიგნებები, რომლის საჯარო პრეზენტაცია 2021 წლის 12 ივლისს იგეგმება.
IDFI-ს და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ეს ერთობლივი კვლევა პირველი დოკუმენტია, რომელიც სრულყოფილად მიმოიხილავს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობას და ყურადღებას ამახვილებს სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)