თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მომავალ ლიდერთა სკოლის (#ELS) 2021 წლის გამოშვება მონაწილეებისთვის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან დასრულდა.
„პროგრამის მიმდინარეობის 6 თვის განმავლობაში, ჯამში სულ 24 ტრენინგ-მოდული მომზადდა ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლების გზები, ახალგაზრდული პოლიტიკის არსი და საჭიროება, განათლების პოლიტიკა საქართველოში, ახალგაზრდების ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში, მედიაწიგნიერება, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა, სამოქალაქო ლიდერობა და სხვა.
მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)