en
ge

ბათუმსა და ხელვაჩაურში ელექტრონული პეტიციები დარეგისტრირდა

ბათუმსა და ხელვაჩაურში ელექტრონული პეტიციები დარეგისტრირდა

აჭარა. „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” (CSI) ბათუმის ფილიალის მხარდაჭერით, ივნისში, საინიციატივო ჯგუფებმა ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ონლაინ პეტიციები დაარეგისტრირეს.

ბათუმში რეგისტრირებული პეტიცია „მწვანე უბნები ბათუმს“ ქალაქ ბათუმში მწვანე, რეკრეაციული სივრცეების სახელდებას, მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას და დაცვას ითვალისწინებს. პეტიციის მიზანია ბათუმის 14-ვე უბანში არსებობდეს ყველასთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი მწვანე გარემო.

ხელვაჩაურში რეგისტრირებული პეტიცია – „გარე განათება მაჭახელას სოფლებს“ ხელვაჩაურის მაღალმთიანი სოფლების შიდა გზების გარე განათებით უზრუნველყოფას ეხება. მაჭახლის ხეობა ერთ-ერთი უნიკალური ბუნებრივი ტერიტორია და მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილია.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ (Brot für die Welt) და „ღია საზოგადოების ფონდთან“ თანამშრომლობით, მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივიზმს და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას ადგილობრივი გადაწყვეტილების პროცესში.

სრულად...

წყარო: civilin.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)