თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად „რივიერას საქმეზე” ნებართვის მოქმედება კვლავ არ შეაჩერა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მეორედ მიღებულ უკანონო განჩინებას საია სააპელაციო სასამართლოში კვლავ გაასაჩივრებს, თუმცა პირველი ინსტანციის მსგავსი ქმედებები აჭიანურებს სამართალწარმოებას, ზიანს აყენებს ქალაქ ბათუმის ინტერესებს და ხელს უწყობს უკანონოდ გაცემული ნებართვის საფუძველზე მშენებლობის განხორციელებას“, ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)