თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.
„5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ იგეგმება. ღონისძიების გამართვას საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალური მედიის გამოყენებით, ღიად და საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)