თბილისი. 2 ივლისს, კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართა მართლმსაჯულების ფორუმი თემაზე: „სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები“.
„ფორუმის მსვლელობისას გაანალიზდა სასამართლო რეფორმის ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა:
პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნა;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი;
სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების ეფექტურობის შეფასება და შემდგომი რეფორმის კონცეფციის შემუშავების საჭიროება“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)