თბილისი. „ხელისუფლების უმოქმედობა ახალისებს აგრესიული ჯგუფების ძალადობას მედიის წინააღმდეგ“, ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში, რომელიც 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ორაგნიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას „დროულად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება, დაიცვან ისინი ფიზიკური ძალადობისაგან და პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების პირობები შეუქმნან. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თითოეული ინციდენტი ეფექტურად გამოიძიოს და ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)