კახეთი. რონდელის ფონდის მიერ ჩატარებული ვიქტორინის საფუძველზე, სოფელ ჯოყოლოში მოსწავლეთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
„გამარჯვებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ ლეპტოპებით, მობილური ტელეფონებითა და პლანშეტებით.
პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში“ ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს პანკისის ხეობასა და ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების (14-18 წლის მოსწავლეები) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)