თბილისი. USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სამართლებრივ საკითხებზე სახელმძღვანელო მომზადდა.
„სახელმძღვანელოში თავმოყრილია ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალდობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში არსებული კანონმდებლობის განმარტებები. ასევე, ცალკეული ინსიტუტების დახასიათებისას განხილულია შესაბამისი მაგალითები და სასამართლო გადაწყვეტილებები, რაც კიდევ უფრო ნათელსა და გასაგებს ხდის მათ შინაარსს, ხოლო სახელმძღვანელოს მეტ პრაქტიკულ დანიშნულებას მატებს.
სახელმძღვანელოს ავტორია სამართლის მაგისტრი და ადამიანის უფლებათა ექსპერტი, გოგა ხატიაშვილი“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)