თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას „ფარული მეთვალყურეობა საქართველოში - 2018-2020 წლების პრაქტიკა“.
„სერიოზულ გამოწვევად რჩება ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და უკანონო მოსმენის ფაქტები, ასევე დამნაშავეთა დაუსჯელობა. უკანონო ფარული მეთვალყურეობისა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციით შანტაჟის ყველა შემთხვევა დროულ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში ფარული მეთვალყურეობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარ გარანტიებს“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)