თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი: „ადმინისტრაციული შეცდომა ქართული სამართალშემოქმედების ჩრდილქვეშ“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2021 წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ორი კანონპროექტი. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის აქამდე არსებული სანქციების გამკაცრებასა და ადმინისტრაციული პატიმრობისთვის გათვალისწინებული ვადების გაზრდას გულისხმობს.
„დოკუმენტის მიზანია, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია მიღებული ცვლილებების შესახებ და შეაფასოს ამ ცვლილებათა საჭიროება და მიზანშეწონილობა საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების ანალიზითა და ადამიანის უფლებებით შებოჭილი კანონშემოქმედების პროცესის მიმოხილვით. დოკუმენტი, ასევე, მიმოიხილავს მიღებული ცვლილებების შესაძლო მსუსხავ ეფექტს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზების პროცესში და მის შესაძლო ნეგატიურ გავლენას ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგადი სტანდარტის დაცვაზე“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)