en
ge

ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს

ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს

სამცხე-ჯავახეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს 

„ნინოწმინდის ცენტრში არსებული პარკი, რომელიც საჯარო სივრცეს წარმოადგენდა, ნაბიჯ-ნაბიჯ კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა. საგულისხმოა, რომ 2,840 კვ.მ. მიწის მფლობელები გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, მათთან დაახლოებული პირები და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებთანაც პირდაპირ შესყიდვებს, მრავალი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნინოწმინდის მერია და მისი იურიდიული პირები აფორმებენ“. 

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, შეისწავლოს ნინოწმინდის პარკში პრივატიზებული მიწების საკითხი და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023