თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ანალიზის შესახებ.
„კომისიის ბიუჯეტის ანალიზის შედეგად, ჩანს რომ კომისიის შემოსავლები და შესაბამისად ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. ხარჯვით ნაწილში კი კომისია სრულად ვერ ითვისებს თანხებს. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართებოდა, კომისიამ საკუთარ ბიუჯეტში მიმართა.
გაუმჭვირვალეა ინფორმაცია კომისიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება სახელფასო ხარჯის ზრდა უკავშირდება თუ არა თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას. ამასთან, კომისია პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ ასაჯაროებს საშტატო ნუსხას“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)