თბილისი. 8 ივლისს ომბუდსმენი და მისი მოადგილე ეკატერინე სხილაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPRA) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორ ალანა არმიტაჟს, ფონდის წარმომადგენელს თურქეთში, საქართველოს ოფისის დირექტორს ჰასან მოჰტაშამს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლელა“ ბაქრაძეს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე ისაუბრეს ხანდაზმულთა უფლებრივ მდგომარეობაზე ქვეყანაში, გენდერულ თანასწორობის მიმართულებით ახალგაზრდების განათლების აუცილებლობაზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)