2021 წლის 8 ივლისს ევროკომისიამ თავისი პროგრამის, EU4Energy ახალი ეტაპის - „სუფთა ენერგიაზე გადასვლის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: პროგრამის, EU4Energy II ფაზის“ დაწყება აღნიშნა.
პროგრამა, რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს ენერგეტიკის სანდო საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების შემუშავებას, რაც რეგიონის სუფთა ენერგიაზე გადასვლას და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს.
პროგრამის, EU4Energy მთლიანი ბიუჯეტი 8.5 მილიონი ევროა და მას ევროკავშირი აფინანსებს.
წყარო: euneighbours.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)