თბილისი. 8 ივლისს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა ირინა ხანთაძემ და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმს, რაც საუნივერსიტეტო კურსის „სამოქალაქო საზოგადოების როლის“ შემდგომ განვითარებას და მხარდაჭერას გულისხმობს.
საუნივერსიტეტო კურსი „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ შემუშავდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE) ” ფარგლებში ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით.
საუნივერსიტეტო კურსის მიზანია ახალმა თაობებმა სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღონ სანდო და აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ. კურსი დაინერგა 2018-2020 წლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 6 სასწავლებელში.
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის (STAR Initiative) ფარგლებში გაგრძელდება კურსის შემდგომი განვითარება და დანერგვა.
წყარო: პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)