თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს ლექსო ლაშქარავას, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს.
„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყვნენ დადგენილი და პასუხისგებაში მიცემული ყველა ის პირი, ვინც 5-6 ივლისის ძალადობის დროს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა დააორგანიზა და აღასრულა“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)