თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს „5 ივლისს საპატრიარქოს და სხვა ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სასტიკად ნაცემი და დღეს გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახისა და კოლეგების მისამართით და მათ სრულ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და დღეს უკვე ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების ეს უმძიმესი და ტრაგიკული გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაში, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც ჰუმანიზმის და სოციალური მსახურების იდეით უნდა მუშაობდეს და ღვაწლს სწევდეს, მოძალადე ჯგუფების მხარეს დგას და 2013 წლის 17 მაისის ტრაგედიის შემდეგ, კვლავ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორად მოგვევლინა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)