en
ge

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი ბ-ნ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით: "დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას. 

ბ-ნი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას", ნათქვამია ევროკავშირის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად... 

წყარო: ევროკავშირის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)