თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას ტელეკომოანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო.
„5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეულ შემთხვევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ პრემიერ-მინისტრს და მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს. საპარლამენტო რესპუბლიკაში, მხოლოდ ეს ფაქტი სრულად საკმარისი უნდა იყოს აღნიშნული პირების თანამდებობის გადასაყენებლად.
IDFI მიიჩნევს, რომ სახეზეა ყველა კონსტიტუციური წინაპირობა საქართველოს პრემიერ მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ამავე დროს, ამ პირთა თანამდებობიდან გადაყენება აუცილებელია ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებისა და 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)