en
ge

სივრცითი ორიენტაციის სწავლება

თბილისი. პროექტ „დამოუკიდებლობის" ფარგლებში 30 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით პოლონელი სპეციალისტები ფონდ „არი არის" ორგანიზებით მართავენ ტრენინგებს უსინათლო ადამიანებისათვის სივრცითი ორიენტაციის სწავლების შესახებ. რაც ითვალისწინებს უსინათლო ადამიანებისათვის სივრცითი ორიენტაციის სწავლებას, სმენის გამოყენებას ორიენტაციის დროს და ბინაურალური ჩანაწერების მომზადებას, შეხებითი რუკების მომზადებას. პოლონელ სპეციალისტებს შორის არიან უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები, რომელთა გამოცდილებაც მნიშვნელოვანია უსინათლოებისთვის. ბინაურალური ჩანაწერები პოლონურმა ფონდმა „არი არიმ" და არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანიმ" ერთობლივად მოამზადეს. მასში შესულია თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მეტროსადგურებში, ასევე ღირსშესანიშნავ ადგილებზე გაკეთებული ჩანაწერები.
წყარო: არასამთავრობო ორგანიზაცია მარიანის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)