en
ge

„კოგარაში ურიე” და Liberaluri seni ჟურნალისტების ციტატებს აყალბებენ

„კოგარაში ურიე” და Liberaluri seni ჟურნალისტების ციტატებს აყალბებენ

თბილისი. „მითების დეტექტორის“ ბლოგპოსტის თანახმად, „კოგარაში ურიე” და Liberaluri seni ჟურნალისტების ციტატებს აყალბებენ.

10 ივლისს, მაია მამულაშვილს ფეისბუქ გვერდმა Liberaluri seni შემდეგი ციტატა მიაწერა: „„პუტინისტური დაჯგუფებების“ მიერ გამოშვებულმა ჰომოფობებმა ბავშვები დაკბინეს“.

12 ივლისს, ამავე გვერდზე, ვახო სანაიას ციტატა გამოჩნდა, სადაც ჟურნალისტი თითქოს ამბობს, რომ „პანჩური ამოარტყეს და თუ უეცრად გარდაიცვლება ეს ხელისუფლების დაგეგმილი იქნება“.

14 ივლისს, ფეისბუქ მომხმარებელმა „კოგარაში ურიე“ ბაია პატარაიას მოთხოვნა გამოქვეყნა, რომ თითქოს უფლებადამცველი სილვესტერ სტალონესა და შვარცენეგერის მონაწილებით გადაღებული ფილმების ჩვენებას კრძალავს, იმ მიზეზით, რომ ეს ფილმები პოტენციურ მოძალადეებს აყალიბებს.

მითების დეტექტორის კვლევით, „Liberastuli Seni-სა და კოგარაში ურიეს გავრცელებული ციტატები ყალბია, რეალურად ჟურნალისტებსა და უფლებადამცველს მსგავსი შინაარსის განცხადებები არ გაუკეთებიათ. არცერთ ღია წყაროში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაია მამულაშვილმა, ვახო სანაიამ ან ბაია პატარაიამ მსგავსი კომენტარი გააკეთეს“.

სრულად...

წყარო: mythdetector.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)