თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებების დაცვას განაგრძობს.
ამ დროისთვის 20 პირიდან, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს, 15 პირია დაზარალებულად ცნობილი.
„აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ მოუხდენია ძალადობრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირება, ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული ორგანიზატორთან მიმართებით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)