თბილისი. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ინფორმაციის გადამოწმების ვებგვერდი „ფაქტ-მეტრი“ (FactCheck.ge) აქვეყნებს ბლოგპოსტს: რა თქვა შარლ მიშელმა სინამდვილეში, როდესაც ერთი თაობა ახსენა.
„სოციალური ქსელის მრავალმა გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ თითქოს მიშელმა განაცხადა: „ერთი თაობაა ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს“.
ვებგვერდის მიერ გავრცელებული თარგმანის თანახმად, სინამდვილეში ევროპული საბჭოს პრეზედენტმა თქვა: „მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ლოკომოტივი ტრანსფორმაციის, კეთილდღეობისა და ზრდისთვის. ეს არის ასევე ძლიერი სიმბოლო ღიაობის, ურთიერთნდობისა და ჩვენი თანამშრომლობის. თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიისთვის, მეტი სტაბილურობისთვის, მეტი კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნების მოსახლეობის სასარგებლოდ”.
წყარო: factcheck.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)