თბილისი. „უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ყოფილმა ლექტორმა, დავით ნიჟარაძემ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, უნივერსიტეტის წინააღმდეგ სასამართლოში დავა მოიგო.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ თსუ, განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვის გამო, დავით ნიჟარაძეს დისკრიმინაციულად მოეპყრო. შესაბამისად, სასამართლომ უნივერსიტეტს ლექტორის სასარგებლოდ, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 4350 ლარის გადახდა დააკისრა“.
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)