თბილისი. საქართველოს რეფორმების ასოციაციის ინფორმაციის გადამოწმების ვებგვერდი „ფაქტ-მეტრი“ ბლოგპოსტში გვიხსნის რატომ არ უნდა დავიჯეროთ დეზინფორმაცია, რომ თითქოს ვაქცინის ორი დოზა ადამიანს 2 წელიწადში კლავს.
„მტკიცება, თითქოს ვაქცინის ორი დოზა ორ წელიწადში ადამიანს კლავს და ამას არ გვიმხელენ, უსაფუძვლოა და ვაქცინაციის პროცესის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.
კოვიდვაქცინები, რომლებიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, გამოიყენება (ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის დამტკიცებული და გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ მან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა“.
წყარო: factcheck.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)