en
ge

დეზინფორმაცია: ტელეკომპანია „ფორმულამ“ ლექსო ლაშქარავას ფოტოს „ფოტოშოპით“ დაზიანებები დაუმატა

დეზინფორმაცია: ტელეკომპანია „ფორმულამ“ ლექსო ლაშქარავას ფოტოს „ფოტოშოპით“ დაზიანებები დაუმატა

თბილისი. საქართველოს რეფორმების ასოციაციის ინფორმაციის გადამოწმების ვებგვერდი ფაქტ-მეტრი დეზინფორმაციულ მასალაზე წერს, რომ თითქოს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ფოტო სპეციალური პროგრამით დაამუშავა და დაზიანებები დაუმატა.

„აღნიშნული დეზინფორმაცია იმ Facebook-გვერდებმა კოორდინირებულად გამოაქვეყნეს, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ მასალებს კამპანიურად ავრცელებენ“.

ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, მათ მოიძიეს ფოტოები და ვიდეო მასალა, სადაც ლექსო ლაშქარავას ნამდვილად აღენიშნება სისხლის კვალი სახის მარჯვენა ნაწილში. გარკვეულ ფოტო-ინტერიუებში, ვიზუალური დაზიანება არ ჩანს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლი ლაშქარავას დასვრილი ნაჭრიდან ან ხელებიდან მოეცხო. ასევე, აღსანიშნავია, რომ თვითონ ტელეკომპანია „ფორმულასაც“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული აქვს, როგორც სისხლის კვალიანი ფოტო, ასევე, ისეთი ფოტოც, სადაც სისხლი არ აღინიშნება. ეს კი კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ტელევიზიას ფოტო ნამდვილად არ დაუმუშავებია.

სრულად...

წყარო: factcheck.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)