თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეროვნული არქივიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის წესსა და ინფორმაციის მიღებაზე დაწესებულ საფასურებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
„ეროვნულ ფონდს მიკუთვნებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას დოკუმენტის ასლის საფასური ზოგიერთ შემთხვევაში 100-ჯერ უფრო ძვირია ვიდრე სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში გადასახდელი საფასური.
საია მიიჩნევს, რომ არაგონივრულად მაღალი მოსაკრებელი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დაწესებულ გაუმართლებელ ბარიერს და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის მიღების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)