საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) აქვეყნებს ინტერვიუ პროფესორ ჯული ა. ჯორჯთან „ქართული დემოკრატია გზაჯვარედინზე: არსებული ვითარება და განვითარების პერსპექტივები“.
ინტერვიუს გაუძღვა ორგანიზაციის ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პროფესორმა უპასუხა შეკითხვებს საქართველოში დემოკრატიის გაუარესების, ქვეყნის წინაშე მდგომი ყველაზე კრიტიკული გამოწვევებისა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის კონტექსტში საქართველოს სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს რევოლუციები არ არის კარგი დემოკრატიისთვის. ქვეყანას სჭირდება „მოსაწყენი“ ინსტიტუციური პოლიტიკა. თქვენ არ გჭირდებათ მეტი პარტიები საქართველოში, არამედ გჭირდებათ უკეთესი პარტიები“.
წყარო: gip.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)