თბილისი. „მედიის ადვოკატირებისთვის” შეშფოთებულია პრემიერის მიერ „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ დისკრედიტაციისა და ნიკა გვარამიას მიმართ გავრცელებული მუქარის გამო.
17 ივლისს ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მხოლოდ მედიის ნაწილი მიიწვიეს, „პრემიერის პრესსამსახურის განმარტებით, „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.” შესაბამისად, ამ მიზეზით არ მიიწვიეს აღნიშნული ტელეკომპანიები ღონისძიებაზე.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას ძალადობრივ ჯგუფის წევრები ალტ - ინფოს ფეისბუკ არხის დაბლოკვისთვის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
„მოვუწოდებთ;
საქართველოს პრემიერ მინისტრს მაღალი საჯარო პასუხისმგებლობის ფარგლებში შეწყვიტოს მედიის დისკრედიტაცია;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების თაობაზე“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)