თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გაანალიზა 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით Covid-19-თან დაკავშირებით განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები.
„კორონავირუსის მართვაში ჩართული რამდენიმე სახელმწიფო კლინიკის მიერ განხორციელებულ გამარტივებულ შესყიდვებში აღმოჩენილი საეჭვო გარემოებები კითხვის ნიშნებს აჩენს ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში პირადი თუ სამსახურებრივი კავშირების გამოყენების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კლინიკები უმეტესად საკუთარი შემოსავლით ფუნქციონირებენ, მნიშვნელოვანია მათი მხრიდან სახელმწიფო შესყიდვებში კეთილსინდისიერებისა და კონკურენციის პრინციპების დაცვა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართული სახელმწიფო კლინიკები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)