თბილისი. 9 ივლისს ომბუდსმენმა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულთა სავარაუდო ვიქტიმიზაციის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
„თელასში“ დასაქმებული მოსარჩელე, კომპანიის სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, დანამატით ვერ სარგებლობს, რადგან „თელასის“ შიდა რეგულაციით განსაზღვრულია, რომ თანამშრომელს კომპანიის წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში დანამატი არ ერიცხება.
„მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ, მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა სს „თელასის“ მიერ დაწესებული შეზღუდვა, შრომითი უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების გამოყენების შემზღუდავ გარემოებას, რამდენადაც, დასაქმებულს უწევს არჩევანი გააკეთოს ორ უფლებას შორის - ისარგებლოს შრომითი უფლებების სასამართლოს გზით დაცვის უფლებით თუ მიიღოს დანამატი“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)