თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული ვალდებულებების აბსოლუტური უმრავლესობა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის შედეგია.
„ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 19 ვალდებულებისაგან შედგება, რომელთა განხორციელებაც 2021-2022 წლების ფარგლებშია დაგეგმილი. სამოქმედო გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას, გააუმჯობესოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობა, გააძლიეროს მოქალაქეთა ჩართულობა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში და ხელი შეუწყოს საპარლამენტო ღიაობისა და გამჭვირვალობის ზრდას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)