აჭარა. ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ პროექტი „1 დღე ჩვენს გარემოს” საქართველოს მასშტაბით გრძელდება.
პროექტის მიზანია საქართველოში გარემოსდაცვითი მოხალისეობის ხელშეწყობა, მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული იდეა ანა კუპრავას ინიციატივით დაიწყო და ასობით მოხალისე შემოუერთდა.
28 ივლისს, მოხალისეები ბათუმის სანაპირო ზოლს დაასუფთავებენ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)