თბილისი. მითების დეტექტორი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებამდე, საჭიროა, სისხლის შედედების ნორმაში ყოფნის დამადასტურებელი ანალიზების, ასევე, ანტისხეულების და ანტიგენის ტესტების გაკეთება.
„ვაქცინამდე დედიმერისა და კოაგულოგრამის ჩატარებას არც საქართველოს ვაქცინაციის პროტოკოლი და არც საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს. მცდარია, რომ კოვიდით უსიმპტომო ინფიცირებისას ვაქცინაცია სახიფათოა და სიმპტომების არქონის შემთხვევაში, ანტიგენის ან სხვა ტესტის ჩატარება აუცილებელია. ვაქცინაცია სახიფათო არ არის არც ანტისხეულების „მაღალი ტიტრის“ არსებობისას“, ნათქვამია მითების დეტექტორის ბლოგპოსტში.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)