თბილისი. 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი სოციალური კამპანიით „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ უერთდება. ორგანიზაცია წარმოგიდგენთ პირველი სამუშაო თემატურ ჯგუფს „გარემოსდაცვითი საკითხები – ნარჩენების მართვა საქართველოში”, რომელიც „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და მოამზადა პოლიტიკის დოკუმენტი. კვლევის მიზანი იყო მყარი ნარჩენების მართვის სპეციფიკის გარკვევა მუნიციპალიტეტების დონეზე...
„პოლიტიკის დოკუმენტი შეიცავს: არსებული გამოწვევების განხილვას, შეფასებასა და შესაბამის რეკომენდაციებს, მათ შორის, არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, ადვოკატირებისა და ლობირების საჭიროების შესახებ, რათა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი რესურსები გამოიყოს“.
გაეცანით დოკუმენტს...
წყარო: gip.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)