en
ge

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ

სამცხე-ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართავენ.

ორგანიზაციების ცნობით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობა (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი) განსაკუთრებულად სკეპტიკურადაა განწყობილი ვაქცინაციის მიმართ და რუსული პროპაგანდის ქვეშაა მოქცეული. ისინი არ აპირებენ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას. 

ინფორმირების და დარწმუნების შემთხვევაშიც კი, მოსახლეობას სხვა უამრავი ბარიერი აქვს: ისინი არ ფლობენ სახელმწიფო ენას, რაც ართულებს ქართულენოვან პორტალზე რეგისტრაციას, ცხელი ხაზის ოპერატორებიც კი მათ მხოლოდ ქართულ ენაზე ესაუბრებიან...

„ჩვენ, როგორც წლების განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურ უმცირესობებს, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ვაქცინაციის პორტალზე გაიარონ რეგისტაცია და მიიღონ ინფორმაცია ცხელი ხაზის ოპერატორებისგან მათთვის გასაგებ ენაზე. ვიმედოვნებთ სახელმწიფო ჯეროვნად შესარულებს თავის მოვალეობებს მოქალაქეების წინაშე და უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ვაქცინაციის პროცესზე“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

                      

წყარო: დემოკრატ მესხთა კავშირის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)