თბილისი. „უფლებები საქართველო“ აქვეყნებს სახელმზღვანელოს: ადამიანის უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკა: დამხმარე სახელმძღვანელო ტრენერებისთვის.
„ტრენერების დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს რეკომენდაციებს, ინფორმაციულ მასალებს, ვიდეოინსტრუქციებს და თემატური სავარჯიშოებს, და ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ადამიანის უფლებების და კრიზისის ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისათვის, დამოუკიდებლად დაგეგმონ და ჩაატარონ ტრენინგი ან სხვა ფორმატის საინფორმაციო შეხვედრა.
რაც შეეხება სატრენინგო მოდულს, მისი მიზნია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს დარგის სპეციალისტების პროფესიონალიზმის ზრდას და, მეორე მხრივ, საზოგადოებას მიეწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომლის მოძიების, დამუშავებისა და გავრცელების ეტაპებზე დაცული იქნება ადამიანის უფლებები, თუ კრიზისების გაშუქების სტანდარტები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)