თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზამ“ მაგისტრალური რელსების შესასყიდად 52.8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და მომწოდებლებისგან რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრული სერტიფიკატები მოითხოვა.
„წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „უნი-2“-მა წარადგინა.
„საქართველოს რკინიგზას“ ჯერ-ჯერობით გამარჯვებული არ გამოუვლენია 52.8 მლნ-იან ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანიის მონაწილეობა ეჭვს აჩენს, საქმე ხომ არ გვაქვს, ე.წ. კონკრეტულ მიმწოდებელზე „მორგებულ“ ტენდერთან.
ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წერილით მომართა ავსტრიულმა კომპანიამ - „GSL Steel Trade GmbH“, რომელთა წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ ამ ტენდერში ხელოვნურად არის შეზღუდული კონკურენცია“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)