თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„უკვე 13 წელია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები დამანგრეველ გავლენას ახდენს, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ადამიანებზე. კვლავ გრძელდება რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ადამიანების უკანონოდ დაკავება და დაჯარიმება.
წლიდან წლამდე უარესდება გადაადგილების თავისუფლება ორივე ოკუპირებულ რეგიონში. საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი და სხვადასხვა ბარიერის დაწესება, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს უქმნის მათ საარსებო წყაროებზე წვდომას“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)