თბილისი. 2-7 აგვისტოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი საზაფხულო სკოლა გაიმართა.
„საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სამართლის სკოლის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები, ასევე მაგისტრანტები. კონკურსში მონაწილეობდა 188 კანდიდატი, რომელთაგან IDFI-იმ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე 20 სტუდენტი შეარჩიეს“.
სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)