en
ge

ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?

ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?

თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის, ნინო ჩანადირის ბლოგპოსტს: ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ.

მას შემდეგ რაც, მინსკის ბრძანებით, ბელარუსის ავიასივრცის გადაკვეთისას, იძულებით დასვეს თვითმფრინავი და დააკავეს დისიდენტი ჟურნალისტი რომან პრატასევიჩი, ევროკავშირმა ქვეყანას სანქციები დაუწესა.

სანქციებზე პასუხად, ბელარუსმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობა შეაჩერა...

ბლოგპოსტში გამოთქმულია აზრი, რომ შექმნილი ვითარება, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს შორის მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით დიფერენცირების საჭიროებას გააჩენს. ეს კი მიღწეული პროგრესის მიხედვით, ქვეყნების განსხვავებულ კატეგორიებში დაჯგუფებას გამოიწვევს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიფერენცირების იდეაზეა ლაპარაკი. ფაქტი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უკეთეს პოზიციაზე იმყოფებიან პროგრესის თვალსაზრისით, ევროკავშირშიც აღიარებულია და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე საუბრისას ზოგი აღნიშნავს კიდეც, რომ საჭიროა მოქნილი მიდგომა, რომელიც ქვეყნების ამ ჯგუფს წინსვლის სწრაფ საშუალებას მისცემს. ახალმა ვითარებამ შესაძლოა ამ იდეას იმპულსი მისცეს, რაც სამი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაში“. 

სრულად...

წყარო: www.gfsis.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)