თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს სანდრო გიგაურის ბლოგპოსტს: ახლადშექმნილი „ფარღალიტი” იტალიელი ანტივაქსერი ექიმის კოვიდ-დეზინფორმაციებს ავრცელებს.
„9 აგვისტოს, ფეისბუქ გვერდმა „ფარღალიტი” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იტალიელი ექიმი რობერტო პეტრელა ამბობს, რომ ტერმინი COVID-19 არა დაავადებას, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიერ ვაქცინაციის იდენტიფიკაციის მექანიზმს აღნიშნავს და ის მსოფლიო მოსახლეობის განადგურების მიზნითაა შექმნილი. გავრცელებული ვიდეო რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს.
COVID-19 ხელოვნური ინტელექტის მიერ ვაქცინაციის იდენტიფიკაციის მექანიზმს არ აღნიშნავს, რომელიც მოსახლეობის მასობრივ ექსტერმინაციას ისახავს მიზად. აგრეთვე, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ტესტებს SARS-CoV-2-ის დადგენა არ შეუძლიათ და უმეტესწილად დადებით პასუხს აჩვენებენ. მცდარია ის მტკიცებაც, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის იმუნიტეტს აქვეითებს, ასუსტებს ორგანიზმს და ლეტალურ შედეგებს იწვევს.
1) COVID-19 აბრევიატურაა და კორონავირუსის დასახელებას აღნიშნავს: “CO” - Corona (კორონა), “VI” - Virus (ვირუსი) და “D” - disease (დაავადება), ხოლო მოსახლეობის მასობრივი განადგურება კონსპირაციის თეორიაა;
2) ტესტებს SARS-CoV-2-ის იდენტიფიცირება შეუძლიათ და უმეტესწილად ზუსტ პასუხს აჩვენებენ“.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)