თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების დელეგირება ისეთ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, საზოგადოების უსაფრთხოებასა და ადამიანის ძირითადი უფლებებით სათანადო სარგებლობას, სამინისტროს მხრიდან პოლიტიკური პასუხიმგებლობისგან თავის არიდების საშუალებას წარმოადგენს. ამასთან, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ამ უფლებამოსილების გადაკისრება ზრდის ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციულ საფრთხეებს, ვინაიდან ამ სააგენტოს გააჩნია თავისი კომერციული ინტერესები.
„აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამგვარ ინსტიტუციურ ცვლილებას, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის ქვეყანში დღეს არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ წესრიგს და მომავალში უარყოფითად აისახება ქვეყანის განვითარებაზე“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)