თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წარმოადგენს ანგარიშს - „კრიტიკული ჟურნალისტების დევნა და შევიწროება აჭარის ტელევიზიაში“.
„წინამდებარე ანგარიში, ძირითადად, 2019 წლის აპრილის თვიდან, მაუწყებლის იმჟამინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს მოიცავს. კვლევაში მიმოვიხილავთ თუ როგორ დაიწყო და განვითარდა კრიზისი ტელევიზიაში. კერძოდ, საუბარია მმართველ პარტიასთან აფილირებული ხელმძღვანელობის მიერ უკანონოდ გათავისუფლებული ან შევიწროებული ათობით კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლის საქმეზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
კვლევა ეყრდნობა მედიაში საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, მრჩეველთა საბჭოს სხდომებს, მაუწყებლის კვარტალურ ანგარიშებს, მაუწყებლიდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და სხვა საჯარო წყაროებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)