თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), დღეს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 2021 წლის 3 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, ასევე ისეთ მოვლენებს, რომლის განვითარება 3 აგვისტომდე დაიწყო, მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ:
„ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 15, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი. გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელის შეშლის ტენდენცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე - საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)