en
ge

GDI: „წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას აგრძელებს“

GDI: „წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას აგრძელებს“

თბილისი. GDI საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება. ამ გადაწყვეტილებით, პალატამ შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენი და ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

„აღსანიშნავია, რომ საქმის საკასაციო წესით განმხილველ პალატას შალვა თადუმაძე თავმჯდომარეობდა, რომელიც აღნიშნული საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა სახალხო დამცველმა. მისი თქმით, “თუ თადუმაძე იყო პროკურორი, როცა კეზერაშვილს ბრალი წარედგინა, მე არ ვიცნობ ამ საქმეს, თუმცა თუ ასეთი გარემოებები ჩანს, ვფიქრობ, რომ ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და გიგი უგულავას შემთხვევაშიც ვთქვი და თუ ასეთი გარემოებებია ამ საქმეშიც, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ თუ ეს საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში, სასამართლომ დაადგინოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა”, - წერია განცხადებაში. 

სრულად...  

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)