თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საჭიროდ მიიჩნევს კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა და მისი იდენტიფიცირება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს დადასტურებადი მაღალი საჯარო ინტერესი.
საუბარია 2021 წლის 13 სექტემბერს, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ ღია ონლაინ-რესურსზე ხელმისაწვდომია სასულიერო პირების პირადი კომუნიკაციის, სავარაუდოდ, ფარულად და უკანონოდ გაკეთებული ჩანაწერები. ზოგიერთ მასალაში შესაძლებელია კონკრეტული სასულიერო პირების იდენტიფიცირება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)