თბილისი. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აქვეყნებს ანალიტიკურ დოკიმენტს, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობას მიმოიხილავს.
„საჯარო ცხოვრებაში და პოლიტიკაში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა პარლამენტში კვლავ დაბალია და 2020 წლის არჩევნების შემდეგ სიტუაცია ამ მიმართულებით მკვეთრად გაუარესებულია. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ეთნიკური უმცირესობების რაოდენობა პარლამენტში 6 დეპუტატს აღწევს. 2016 წელს ეს მონაცემი იყო 11, 2012 წელს კი 8. თუმცა, 2016 წელსაც კი, როცა ეთნიკური უმცირესობების დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში ბოლო წლებში ყველაზე მაღალი იყო (7,3%), ის მაინც ორჯერ ნაკლებია ვიდრე საერთო პოპულაციაში ეთნიკური უმცირესობების (13,2 %) რაოდენობა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)